ვაისს კონტრაქტი მარტში უმთავრდება - ამაზე ერთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ დავილაპარაკებთ
ვაისს კონტრაქტი მარტში უმთავრდება - ამაზე ერთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ დავილაპარაკებთ
დარჩება თუ არა საქართველოს ნაკრებში ვლადიმირ ვაისი? „დინამო-არენაზე“ ირლანდიასთან გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “ჯვაროსნების” სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა ამაზეც ილაპარაკა.
 
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2020 წლის მარტამდე მაკავშირებს, როდესაც ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი უნდა ჩავატაროთ. ეს ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება. ზუსტად არ ვიცი, მერე რა მოხდება. ახლა კი ჩემი გუნდის უახლოესი თამაშებისთვის ვემზადები. კონტრაქტზე კი ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ საკითხზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს ერთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ დაველაპარაკები“ – ამბობს ვლადიმირ ვაისი.
12 ოქტომბერს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში საქართველოს ნაკრები ირლანდიას თბილისში, „დინამო არენაზე“ შეხვდება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართელოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.