ვაჰაგნ ხაჩატურიანი – ხმა მივეცი სომხეთის მშვიდობიან, ძლიერ და სტაბილურ მომავალს

18:04, 07.06.2026

სომხეთის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

მისი თქმით, ხმა მისცა სომხეთის მშვიდობიან და სტაბილურ მომავალს.

„ხმა მივეცი სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობიან, განვითარებად, ძლიერ და სტაბილურ მომავალს“, – განაცხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.

დღეს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ორი საათისთვის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 33,84% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 8%-ით მეტია.

მსგავსი