„ვაგნერის“ მებრძოლები, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ, თავიანთ კოლონებს უკან აბრუნებენ
„ვაგნერის“ მებრძოლები, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ, თავიანთ კოლონებს უკან აბრუნებენ

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ, თავიანთ კოლონებს უკან აბრუნებენ. ამის შესახებ ნათქვამია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟნის პრერსსამსახურის მიერ ტელეგრამარხში გავრცელებულ აუდიმიმართვაში.

განცხადების თანახმად, ეს გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად.

„კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ გაუქმება უნდოდათ. 23 ივნისს ჩვენ გამოვედით სამართლიანობის მარშზე. ჩვენ მოსკოვამდე 200 კილომეტრი გვაშორებდა. ამ პერიოდში ჩვენ არ დაგვიღვრია ჩვენი მებრძოლების არცერთი წვეთი სისხლი. ახლა დადგა მომენტი, როდესაც შეიძლება, დაიღვაროს სისხლი. ვინაიდან გვესმის მთელი პასუხისმგებელობა იმაზე, რომ იქნება დაღვრილი რუსული სისხლი რომელიმე მხრიდან, ჩვენ უკან ვატრიალებთ ჩვენს კოლონებს და ვბრუნდებით საველე ბანაკებში გეგმის თანახმად“, – ნათქვამია პრიგოჟინის აუდიმიმართვაში.