ვაჟა სირაძის განცხადებით, 79-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ადმინისტრაციული წესით ხუთი ადამიანია დაკავებული
ვაჟა სირაძის განცხადებით, 79-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ადმინისტრაციული წესით ხუთი ადამიანია დაკავებული

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, გლდანში, 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ხუთი ადამიანია დაკავებული.

მისივე თქმით, პოლიციამ ეს ადამიანები პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.

„როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან საარჩევნო უბნებთან. ადგილზე მოხდა ინციდენტი, მხარეებს შორის იყო დაპირისპირება. გავერკვევით სიტუაციაში. ამ ეტაპისთვის, პირველადი ინფორმაციით, ფაქტზე შსს-ს წარმომადგენლებმა დავაკავეთ ხუთი პიროვნება. ეს პირები არიან ადმინისტრაციული წესით დაკავებულები, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

გლდანში, 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

დატოვე კომენტარი