ვაჟა სირაძე - ყველა კინოთეატრთან დაცული იქნება თითოეული მოქალაქის უფლებები და მართლწესრიგი
ვაჟა სირაძე - ყველა კინოთეატრთან დაცული იქნება თითოეული მოქალაქის უფლებები და მართლწესრიგი

შსს მეორე დღეა, აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას თბილისში არსებული კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ „გალერეა თბილისთან“ განაცხადა, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უნდა გაიმართოს.

მისი თქმით, კინოთეატრებში უსაფრთხოების ზომები დაცულია.

„დღესაც, როგორც გუშინ, თითოეულ ლოკაციაზე დაცული იქნება თითოეული მოქალაქის უფლებები და მართლწესრიგი.

არსებული ინფორმაციით, ჯამში გუშინ დააკავეს 28 პირი, მათ შორის 25 თბილისში, სამი – ბათუმში. დაკავებულებიდან ერთი პირი დაკავებულია ძალადობის ფაქტზე. შემოწმებულია კინოდარბაზები კინოლოგების მიერ. დღესაც მაყურებლების შემოწმების პროცედურები იქნება სტანდარტული, მეტალოდეტექტორის გავლის შემდეგ შევა მაყურებელი დარბაზში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.