ვაჟა სირაძე - პარლამენტში დეპუტატებს შესვლა შეუძლიათ, საკანონმდებლო ორგანო თავისუფლად ფუნქციონირებს
ვაჟა სირაძე - პარლამენტში დეპუტატებს შესვლა შეუძლიათ, საკანონმდებლო ორგანო თავისუფლად ფუნქციონირებს

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიცია საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია, რათა საზოგადოებრივი წესრიგი იყოს დაცული და პარლამენტმა მშვიდ ვითარებაში გააგრძელოს ფუნქციონირება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისათვის პარლამენტში ნებისმიერ დეპუტატს თავისუფლად შეუძლია შესვლა და საკანონმდებლო ორგანო თავისუფლად ფუნქციონირებს.

„პარლამენტში ნებისმიერ დეპუტატს თავისუფლად შეუძლია შევიდეს და საკანონმდებლო ორგანო თავისუფლად ფუნქციონირებს. პოლიცია ადგილზე მობილიზებულია, რათა დაიცვას წესრიგი. გარკვეულმა ძალებმა, რომლებიც მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდნენ, შემდეგ მოახდინეს შენობების პიკეტირება. პოლიციამ შესასვლელები გაასუფთავა“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.