ვაჟა სირაძე - ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს, მოვიდეს აქციაზე და გამოხატოს პროტესტი, გზა გახსნილია
ვაჟა სირაძე - ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს, მოვიდეს აქციაზე და გამოხატოს პროტესტი, გზა გახსნილია

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოამდგენლებმა აქციის მონაწილეები არაერთხელ გააფრთხილეს, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება იყო უკანონო ქმედება და პოლიცია მოახდენდა რეაგირებას.

როგორც სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეები  პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილენ, რის გამოც მოხდა ძალის გამოყენება.

„შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან მოხდა აქციის მონაწილეების არაერთხელ გაფრთხილება, რომ პარლამენტის შენობის ბლოკირება იყო უკანონო ქმედება. კერძოდ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევა. შესაბამისად, ჩვენ შევედით მათთან კომუნიკაციაში, გავაფრთხილეთ ამის თაობაზე. ისინი არ დემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და შესაბამისად, გამოყენებულ იქნა პოლიციის ძალები, რომლებმაც მოახდინეს პარლამენტის შენობის შესასველელების გახსნა“ ,- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

რაც შეეხება დაკავებულებს, სირაძის ინფორმაციით, დაკავებული არიან პირები, რომლებიც არ დაემორჩილენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს.

„პირები, რომლებიც არ დაემორჩილენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გაუწიეს წინააღმდეგობა, დაკავებულ იქნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-166-ე მუხლებით. ბოლო მონაცემებით, 18 პირი იყო დაკავებული. დაემატა რამდენიმე პირი, რომლის შესახებაც მოგვიანებით მოგახსენებთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ და აქვე დასძინა, რომ საპოლიციო ძალებმა გაწმინდეს მხოლოდ ის ადგილები, სადაც უკანონოდ იყო ბლოკირებული შესასვლელები.

„რუსთაველზე გრძლედება აქცია კანონის ფარგლებში. რუსთაველის გამზირზე იყო კარვები და დაკეტილი იყო სავალი გზა, რაც ეწინააღმდეგება შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 მუხლს. კერძოდ არ იყო ხალხის ის რაოდენობა, რომ დაეკეტათ რუსთაველის გამზირი. შესაბამისად, წარმოდგენილი იყო ადგილზე, როგორც პოლიციური ძალები, ასევე მერიის წარმომადგენელი, რომელმაც განუმარტა აქციის მონაწილეებს, რომ გადასულიყვნენ ტროტუარზე და ასე გამოეხატათ თავიანთი პროტესტი, რაც არ დაკმაყოფლდა. გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოს პოლიცია ხელს უშლის მოქალაქეებს პარლამენტთან მოსვლაში, ხელს უშლის საკვების, წყლის შემოტანაში. მსგავს რამეს ადგილი არ აქვს. ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს, მოვიდეს აქციაზე და გამოხატოს თავისი პროტესტი. გზა გახსნილია, მოძრაობა აღდგენილია“ ,- აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

დატოვე კომენტარი