ვაჟა სირაძე გლდანში, 79-ე საარჩევნო უბანთან სროლას უარყოფს
ვაჟა სირაძე გლდანში, 79-ე საარჩევნო უბანთან სროლას უარყოფს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე 79-ე საარჩევნო უბანთან სროლას უარყოფს. ამის შესახებ სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუკი დაფიქსირდება საარჩევნო უბანზე იარაღით ყოფნის ფაქტი, პოლიცია სწრაფად მოახდენს რეაგირებას.

„ვერ დაგიდასტურებთ სროლის ფაქტს. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის სროლის ფაქტი არ ყოფილა. რაც შეეხება უბანზე იარაღით ყოფნის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მოვახდენთ სწრაფად რეაგირებას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

გლდანში, 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო.