ვაჟა სირაძე - დღევანდელისგან განსხვავებით, გუშინ გვქონდა არაერთი ლოკაცია, სადაც გვიწევდა წესრიგის დაცვა, მაქსიმალურად შევეცადეთ, თითოეული ინციდენტი აღგვეკვეთა
ვაჟა სირაძე - დღევანდელისგან განსხვავებით, გუშინ გვქონდა არაერთი ლოკაცია, სადაც გვიწევდა წესრიგის დაცვა, მაქსიმალურად შევეცადეთ, თითოეული ინციდენტი აღგვეკვეთა

დღევანდელისგან განსხვავებით, გუშინ გვქონდა არაერთი ლოკაცია, სადაც გვიწევდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა. მაქსიმალურად შევეცადეთ, თითოეული ინციდენტი აღგვეკვეთა, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა.

მისი თქმით, გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება და ყველა პირი, რომელმაც იძალადა ჟურნალისტებზე, მოქალაქეებზე, უმკაცრესად დაისჯებიან.

„გუშინ თბილისის ქუჩებში შსს-ს სრული შემადგენლობით იყო მობილიზებული, იმ ადგილებზე, სადაც ხდებოდა გარკვეული ინციდენტები. როგორც დღეს, ასევე გუშინ, შსს-ს ძალები მობილიზებული იყო, მაგრამ განსხვავებით დღევანდელისგან, გუშინ გვქონდა არაერთი ლოკაცია, სადაც გვიწევდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა. მაქსიმალურად შევეცადეთ, თითოეული ინციდენტი აღგვეკვეთა, ასევე დაწყებულია გამოძიება და როგორც გაკეთდა განცხადება, თითოეულ ფაქტზე შსს მიიღებს შესაბამის ზომებს, უმკაცრესად დაისჯებიან ისინი, ვინც იძალადა ჟურნალისტებზე, მოქალაქეებზე. არსებობს პროპორციული ძალა, რაც უნდა გამოიყენოს პოლიციამ. რაც შეგვეძლო, შესაბამისად ვმოქმედებდით“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.