ვაჟა მარგველაშვილმა გრანდ სლემი ნაკანოსთან გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში.

 

66 კგ. კაცები

შეჯიბრების პირველმა ნომერმა, ვაჟა მარგველაშვილმა ფილიპინელი შუგენ ნაკანო ერთ წუთში იპონით დაამარცა და მერვედფინალში იჭიდავებს. ტურნირზე ცოტა ხნით ადრე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს გიორგი თუთაშვილმა და იპოლიტე აქუბარდიამ.

თუთაშვილმა დამატებით დროში კვიპროსელ გეორგიოს ბალარჯიშვილს სძლია, აქუბარდიამ კი იპონით ყირგიზი კუბანიჩბეკ ნურგაზი უულუსი დაამარცხა.

ორივე ქართველი 1/16 ფინალში იჭიდავებს. ამავე წონით კატეგორიაში ლაშა ნადირაძე მეორე ეტაპზე მონღოლ ბასხუუ იონდონპერენლეს შეხვდა და დამატებით დროში გაფრთხილებებით დამარცხდა.

 

48 კგ. ქალები

ნატალია ყიფშიძემ ორთაბრძოლა მილიცა ნიკოლიჩტან დათმო და ტურნირს გამოეთიშა.

 

გრანდ სლემის წინასწარი შეხვედრები 09:30-ზე დაიწყო. ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.