ვაჟა მარგველაშვილი ოლიმპიადის ფინალში გავიდა - საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი მოუპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ფინალში იასპარეზებს.
ქართველმა ნახევარფინალში კორეელი ბაულ ანი დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის რამდენიმე წუთში იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი პირველ წრეში თავისუფალი იყო, ხოლო საკუთარ პირველ შეხვედრაში იგი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენ იაკუბ შამილოვს შეხვდა და მეტოქე ბოლო წამებზე ვაზარით სძლია.
ამის შემდეგ იყო 1/4 ფინალი, რომელშიც ვაჟა ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს შეხვდა და იგი ორი ვაზარით დაამარცხა.