ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიო 2020 რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთან გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) კარგად დაიწყო. ქართველი სპორტსმენი პირველ წრეში თავისუფალი იყო, ხოლო საკუთარ პირველ შეხვედრაში იგი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენ იაკუბ შამილოვს შეხვდა და მეტოქე ბოლო წამებზე ვაზარით დაამარცხა.

ვაჟა მეოთხედფინალში იჭიდავებს. მისი მოწინააღმდეგე ისრაელის წარმომადგენელი შმაილოვი იქნება.

დღეს ტურნირს უკვე დაემშვიდობა ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ), რომელმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ბრძოლა ფრანგ ამანდინ ბუშართან გამართა, თუმცა დაპირისპირება ვერ დაასრულა. შეხვედრის მსვლელობისას ტატიანამ ფეხის ტრავმა მიიღო და ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ მოახერხა.