ვაჟა მარგელაშვილმა სანქტ-პეტერბურგში ძიუდოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ვაჟა მარგელაშვილმა სანქტ-პეტერბურგში ძიუდოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ვაჟა მარგელაშვილმა სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე ძიუდოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტის მოწინააღმდეგე 66 კგ წონით კატეგორიაში რუსი მიხაილ პულიაევი იყო.

მარგველაშვილმა რუს სპორტსმენთან უპირატესობა ულამაზესი გდების შედეგად მოიპოვა და შეხვედრა ვაზარით მოიგო.

რამდენიმე წუთში ტატამზე ლაშა შავდათუაშვილიც გავა, რომელიც ფინალში ოქროს მედლის მოსაპოვებლად იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს დაუპირისპირდება.