ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზისკენ დაიძრნენ [ფოტო]
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზისკენ დაიძრნენ [ფოტო]

პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის  მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზისკენ დაიძრნენ, სადაც მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრების გარდა, ექიმის კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.

საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მცირე მიმართვის გაკეთებას გეგმავს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.

ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს.

ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.