ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რომში, რუსეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა [ვიდეო]

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რომში, რუსეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა.

იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები რუსეთის საელჩოსთან საქართველოს დროშებით და პლაკატებით მივიდნენ, რომლებზეც სხვადასხვა ენაზე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

ვიდეომასალას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის რომის სამრევლოს ფეისბუქგვერდი ავრცელებს.