ვაჟა გაფრინდაშვილის ძმა - მას არ უღიარებია, წერილი მისწერა, მაგრამ აღიარება არ არის წერილში
ვაჟა გაფრინდაშვილის ძმა - მას არ უღიარებია, წერილი მისწერა, მაგრამ აღიარება არ არის წერილში

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ძმა ლევან გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მის ძმას დანაშაული არ უღიარებია.

ლევან გაფრინდაშვილის თქმით, მის ძმას ნორმალურად ექცეოდნენ და მასზე ზეწოლა არ ყოფილა.

„ნორმალურად გრძნობს თავს, ცოტა გახდა. დანარჩენს ალბათ ბრიფინგზე თავად ისაუბრებს.

აბსოლუტურად მოულოდნელი იყო მისი გათავისუფლება, არავის გავუფრთხილებივართ, არავის უთქვამს წინასწარ არაფერი. მას არ უღიარებია, თვითონ წერილი მისწერა, მაგრამ აღიარება არ არის ნამდვილად იმ წერილში“, – განაცხადა ლევან გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით, ვის მისწერა მან წერილი, დეტალების შესახებ არ აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე ვაჟა გაფრინდაშვილი ბრიფინგზე ისაუბრეს.

უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად ბრიფინგს დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გეგმავს.