ვაჟა გაფრინდაშვილი - ჯერ ემოციებით ვარ დატვირთული, მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია
ვაჟა გაფრინდაშვილი - ჯერ ემოციებით ვარ დატვირთული, მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება სრულიად მოულოდნელად მოხდა.

მისი კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც გვერდით ედგა ამ ვითარებაში.

„სრულიად მოულოდნელად, არც ველოდებოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა. 31 დეკემბერს იყო სააპელაციო სასამართლოს სხდომა ჩანიშნული, რომელზეც თავს ვიკავებდი. ჯერ ემოციებით ვარ დატვირთული. პირველ რიგში, მადლობა მინდა,  ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია, მთავრობა იქნება, პარლამენტი, პოლიცია თუ უშიშროება. პირველ რიგში, მადლობა ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს. ასევე, მადლობა ყველა ჩემს მეგობარს, რომლებიც თვენახევრის განმავლობაში გვერდზე მედგნენ. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.