ვაჟა გაფრინდაშვილი - ჩემი პოზიცია პირველივე დღიდან იყო, რომ არ დამიტოვებია საქართველოს საზღვარი, ვიმყოფებოდი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე
ვაჟა გაფრინდაშვილი - ჩემი პოზიცია პირველივე დღიდან იყო, რომ არ დამიტოვებია საქართველოს საზღვარი, ვიმყოფებოდი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ჩემი პოზიცია პირველივე დღიდან იყო ის, რომ მე არ დამიტოვებია საქართველოს საზღვარი, ვიმყოფებოდი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ, – ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის იზოლატორში გატარებულ დღეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ ჰქონიათ.

„დაკავების პირველივე დღესვე რუსი მესაზღვრეები იქნებოდნენ, თუ ცხინვალის „ფეესბეს“ თუ პოლიციის თანამშრომლები, ვეუბნებოდი, რომ საქართველოს ტერიტორია არ დამიტოვებია, ვიმყოფებოდი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩემი აზრით, ჩემი დაკავება, წელიწადი და ცხრა თვის მისჯა იყო არა საქციელის გამო, არამედ იმისთვის, რასაც ვამბობდი, რომ მე საქართველოს ტერიტორია, საქართველოს საზღვარი არ დამიტოვებია, მე ვიმყოფები რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე. პირველი ოთხი დღე ვიყავით მესაზღვრეების „კაპეზეში“, სამსაწოლიან ოთახში, ერთ საწოლი და ორი „ტაპჩანი“ იყო, ვიყავით ოთხნი. ორი ჩავდიოდით ქვევით ე.წ კარცერში, სადაც სამი დღე ვიყავი. მერე ვიყავი იზოლატორში ორ დღე და სასამართლოს მერე წინასწარი დაკავების განყოფილებაში.იქ მარტო ვიყავი. მარტო გამოვყავდი სასეირნოდ. დამოკიდებულება ჩემდამი პირველივე დღიდან და სხვა დაკავებული ქართველების მიმართ იყო ჩვეულებრივი ნორმალური. არავითარი განსაკუთრებული ზეწოლა, ან რაღაც ცუდი დამოკიდებულება მე იქ არ დამინახავს. ადგილობრივებისგან, დაცვის თანამშრომლებისგან არავითარი აგრესია ან ცუდი დამოკიდებულება არ იყო“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.