ვაჟა-ფშაველას მეტროსთან მოსახლეობა რვასართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებს
ვაჟა-ფშაველას მეტროსთან მოსახლეობა რვასართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა რვასართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თავის დროზე მათი ხელმოწერები გააყალბეს და მშენებლობა მათი ნებართვის გარეშე დარღვევებით მიმდინარეობს.

მათი თქმით, ამჟამად აშენებულია ექვსი სართული და მის დემონტაჟს ითხოვენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე სააპელაციო სასამართლოშია გადაგზავნილი.

ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლების ნაწილი მთავარ პროკურატურასთან შენობის დემონტაჟთან ერთად გამოძიების დროულ დასრულებას ითხოვს.