ვაჟა-ფშაველას გამზირზე 3 სექტემბრის 24:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე 3 სექტემბრის 24:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე „სითი-მოლის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს 17:00 საათიდან 3 სექტემბრის 24:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან „გუდვილის“ მიმართულებით. ავტოტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან დავით თავხელიძის ქუჩის გავლით იმოძრავებს პეტრე ქავთარაძის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც მოძრაობას ყაზბეგის გამზირზე გააგრძელებენ.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.