ვადაგადაცილებული სესხები 31.5 მილიონი ლარით გაიზარდა

17:38, 29.06.2018

საქართველოში მაისში ვადაგადაცილებული სესხები 31.5 მლნ ლარით გაიზარდა და 409.8 მლნ ლარს გაუტოლდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვადაგადაცილებული სესხების წილი  კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო.

ბანკის მონაცემებით, ვადაგადაცილებული სესხების 46.2 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.8 პროცენტს გაუტოლდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 137.5 მლნ ლარით (1.4 პროცენტით) გაიზარდა და 10.11 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა მაისში 16.4 მლნ აშშ დოლარით (0.3 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 5.14 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

მსგავსი