ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი, რომელიც ირლანდიის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების დარღვევაში დაადანაშაულა, თანამდებობიდან გადადგა
ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი, რომელიც ირლანდიის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების დარღვევაში დაადანაშაულა, თანამდებობიდან გადადგა

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი ფილ ჰოგანი თანამდებობიდან გადადგა, მას შემდეგ, რაც ირლანდიის მთავრობამ ის კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებული ზომების დარღვევაში დაადანაშაულა. ფილ ჰოგანი 19 აგვისტოს ვახშამს ესწრებოდა, სადაც მასთან ერთად კიდევ 80-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ის წუხს, რომ მისმა მოგზაურობამ ირლანდიაში ასეთი შეშფოთება და გაღიზიანება გამოიწვია. თუმცა, აღნიშნავს, რომ მას ზომები არ დაურღვევია.