ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი - 30%-იანი ან 30%-ზე მეტი ტარიფები უზარმაზარ გავლენას მოახდენს ვაჭრობაზე, აშშ-თან ჩვეული ვაჭრობის გაგრძელება თითქმის შეუძლებელი იქნება
სავაჭრო საკითხებში ევროკომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა განაცხადა, რომ 30%-იანი ტარიფი, რომლის დაწესებასაც დონალდ ტრამპი ევროკავშირისთვის აპირებს, პრაქტიკულად, აშშ-თან ვაჭრობას გამორიცხავს.
შეფჩოვიჩის თქმით, ევროკავშირი და ამერიკა სავაჭრო მოლაპარაკებებში ორივე მხარისთვის დადებითი შედეგის მიღწევას უახლოვდებოდნენ.
„ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან“, – განაცხადა მაროშ შეფჩოვიჩმა.
როგორც შეფჩოვიჩმა აღნიშნა, ევროკავშირი გამოსავლის მოსაძებნად „უზარმაზარ მოთმინებას“ იჩენს.
„30%-იანი ან 30%-ზე მეტი ტარიფები უზარმაზარ გავლენას მოახდენს ვაჭრობაზე. ჩვეული ვაჭრობის გაგრძელება თითქმის შეუძლებელი იქნება“, – აღნიშნა მაროშ შეფჩოვიჩმა.
ამასთან, შეფჩოვიჩის აზრით, ასეთი ზომები ორივე მხარისთვის უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.