ვაჩიბერაძე და ხარაიშვილი ნაკრებში მიწვევაზე - ეს ჩვენი შანსია
ვაჩიბერაძე და ხარაიშვილი ნაკრებში მიწვევაზე - ეს ჩვენი შანსია

ავსტრიის ქალაქ ბად ჰარინგში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბექა ვაჩიბერაძე ვარჯიშობს. 22 წლის ფეხბურთელი უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი გახლდათ. მაგრამ შარშან საქართველოს პასპორტი დაიბრუნა და “ჯვაროსნებში” თამაში ამჯობინა.

ვლადიმირ ვაისმა 22 წლის ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე პირველად გამოიძახა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში მომიწვიეს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამწვრთნელო შტაბს ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენო. მინდა, ვარჯიშებზე ჩემი თავი ბოლომდე გამოვავლინო და საქართველოს ნაკრებში მომავალშიც გამომიძახონ“ – ამბობს ვაჩიბერაძე.

21 წლის გიორგი ხარაიშვილი საქართველოს ნაკრებში შარშანაც მიიწვიეს – ეს 2017 წლის იანვარში მოხდა, როდესაც ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების შეკრება დუბაიში გამართა. შვედეთის „გიოტებორგის“ ნახევარმცველის თქმით, ახლა ახალგაზრდებს შანსი მიეცათ.

„საქართველოს მთავარ ნაკრებში თამაში და ქვეყნის სახელის დაცვა ყველა ფეხბურთელისთვის პატივია. ეს ორი ამხანაგური თამაში ახალგაზრდისთვის შესაძლებლობების გამოვლენის შანსია, რომ შემდეგ ოფიციალური თამაშების განაცხადშიც მოხვდეთ“.