უზენაესმა სასამართლომ გუგა ბარბაქაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, გიორგი ჯანაშიას კი საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად გაუფორმდა
უზენაესმა სასამართლომ გუგა ბარბაქაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, გიორგი ჯანაშიას კი საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად გაუფორმდა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა. მას 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ამასთან, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ბარბაქისთვის დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში სასჯელის დამძიმების შესახებ. მას მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ბრალი დაუდგინდა.

რაც შეეხება დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას, ბრალის აღიარებისა და თანამშრომლობის სანაცვლოდ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ოფიციალურად გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ ოთხი წლის ვადით პირობით და ოთხი წლის ვადით რეალურ სასჯელს გულისხმობს. ის მოსამართლეთა კოლეგიამ დამნაშავედ სცნო.

სასჯელის ვადა ჯანაშიას დაკავების დღიდან აითვლება.