უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მზია თოდუა შეასრულებს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მზია თოდუა შეასრულებს

ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ნინო გვენეტაძის პირველი მოადგილე, მზია თოდუა შეასრულებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განუცხადა.

მზია თოდუა ​ასევე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეა.

გიორგი მიქაუტაძის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას ან გადადგომისას შემთხვევაში, პირველი მოადგილე ასრულებს მის მოვალეობას.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას მოქმედი მდივანი გიორგი მიქაუტაძე შეასრულებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დღეს დატოვა.