უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესარჩევად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს კონკურსანტებთან გასაუბრება გაგრძელდება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესარჩევად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს კონკურსანტებთან გასაუბრება გაგრძელდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აგრძელებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატების მოსმენას.

საბჭოს წევრები დღეს კონკურსში მონაწილეებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, დიმიტრი გვრიტიშვილს და იურისტ პაატა შავაძეს მოუსმენენ. გასაუბრების პროცესი 11:00 საათზე დაიწყება.

საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2020 წლის 2 ნოემბრის #1/138 განკარგულების საფუძველზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ახორციელებს გასაუბრების პროცესს.

კონკურსი მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, სადაც მოსამართლე მზია თოდუას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის იანვარში ამოეწურა.

დატოვე კომენტარი