უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე განცხადებების მიღება დასრულებულია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე განცხადებების მიღება დასრულებულია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე განცხადებების მიღება დასრულებულია. უმაღლეს ინსტანციაში მოსამართლეობის სურვილი 16-მა კანდიდატმა გამოთქვა. ესენი არიან – არდაზიშვილი ხატია, ბერიძე ინგა, გურგენიძე გია, თევზაძე ლევან, თოდუა ილონა, თოლორაია ნონა, კოკორაშვილი ლევანი, მაკარიძე გენადი, მარგველაშვილი ნიკოლოზ, მესხიშვილი ქეთევან, ოქროპირიძე თამარ, როინიშვილი ვასილ, სალია ნუგზარ, შავაძე პაატა, ჩეჩელაშვილი მაკა და ჭყონია მარინე.

კანდიდატთა შორის არის საბჭოს ყოფილი წევრი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე, რომელიც უზენაეს სასამართლოში მიმდინარე კონკურსშიც მონაწილეობდა და საკუთარი კანდიდატურა გასაუბრების შემდეგ, ინტერესთა კონფლიქტის შესახებ გაჩენილი კითხვების გამო მოხსნა. მას ნათესაური კავშირი აქვს საბჭოს მოქმედ წევრთან.

განცხადებების მიღება ელექტრონულად 19 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. უზენაეს სასამართლოში მას შემდეგ გამოცხადდა ვაკანსია, რაც ერთ მოსამართლეს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურა.