უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს პაატა სილაგაძეს უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს პაატა სილაგაძეს უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლეს პაატა სილაგაძეს უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა.

იუსტიციის საბჭოს ინფორმაციით, პაატა სილაგაძეს უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა იქამდე, ვიდრე არ დაასრულებს მის წარმოებაში არსებულ საქმეებს.

საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს განიხილავდნენ, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ საბჭოს მიმართა თხოვნით, პაატა სილაგაძეს გახანგრძლივებოდა უფლებამოსილების ვადა, რომელიც რამდენიმე კვირაში ეწურებოდა. მზია თოდუას მიმართვას სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საკითხის განხილვისას იკითხა, რამდენად რელევანტურია საბჭო აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას.

მისივე თქმით, უმჯობესია, საბჭომ პარლამენტს მიმართოს შუამდგომლობით და საკანონმდებლო ორგანომ გაუხანგრძლივოს მოსამართლეს ვადა.

კრიტიკული მოსაზრება ჰქონდა საკითხთან დაკავშირებით საბჭოს კიდევ ერთ წევრს ანა დოლიძეს. მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის პალატაში შექმნილია კრიზისი, რაშიც საკანონმდებლო ორგანო დაადანაშაულა. მისივე თქმით, პარლამენტმა არ განიხილა პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ პალატაში გასამწესებლად წარდგენილი კანდიდატები.

დატოვე კომენტარი