უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში 11 დეკემბერს გაიმართება

09:25, 08.12.2019

ოთხშაბათს, 11 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე არის მითითებული, სხდომის დღის წესრიგში არის 2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა.

სხდომა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში 09:30 საათზე არის ჩანიშნული.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად 20 კანდიდატია წარდგენილი.

მსგავსი