უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე დღეს სახალხო დამცველს პარლამენტში მოუსმენენ
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე დღეს სახალხო დამცველს პარლამენტში მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუსმენენ.

საკანონმდებლო ორგანოში მისვლა ლომჯარიამ თავად მოითხოვა და პარლამენტს ოფიციალური წერილითაც მიმართა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კანონპროექტის კენჭისყრა სახალხო დამცველის მოსმენის შემდეგ გაიმართება.

„ჩვენ დავიწყებთ დღეს ამ კანონპროექტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვას. კენჭისყრა არ ჩატარდება დღეს. ჩვენი კანონპროექტის წარდგენის შემდეგ მოვუსმენთ სახალხო დამცველს, ეს პირობა დაცულია, რომ ჩვენ მოვუსმენთ სახალხო დამცველს და შემდგომ დღეებში ჩატარდება კენჭისყრა“, –  განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს კი არ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიისა და სახალხო დამცველის რჩევებს გაითვალისწინებს.