უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეულმა უვადო მოსამართლეებმა პარლამენტში ფიცი დადეს [ვიდეო]

უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეულმა უვადო მოსამართლეებმა საქართველოს პარლამენტში ფიცი დადეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განმარტა, პლენარულ სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა ყველა ის მოსამართლე, რომელმაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა კენჭისყრით და დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად. თუმცა ფიცი მხოლოდ ხუთმა მათგანმა დადო, ვინაიდან დანარჩენი ცხრა მოქმედი მოსამართლეა.

არჩილ თალაკვაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საპასუხისმგებლო თანამდებობა მიულოცა.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარეს კენჭი. პარლამენტმა წარდგენილი 19 კანდიდატიდან მხარი დაუჭირა 14 მათგანს, ხუთ კანდიდატს კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი ეთქვა.