უზენაესი სასამართლო - ნინო გვენეტაძე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას
უზენაესი სასამართლო - ნინო გვენეტაძე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

9 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გვენეტაძეს, შესაძლოა, თანამდებობა დაეტოვებინა. ამის მიზეზად სახელდებოდა მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებული პრობლემა, კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ნინო გვენეტაძე 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე ხელმოწერას არ აპირებდა.

თუმცა, მოგვიანებით, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ.