უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძემ როს უილსონს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმასპინძლა.

მხარეებმა მიმდინარე პროცესებსა და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის საკითხზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტთან თანამშრომლობისა და პროცესის ღიაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მზაობა დაადასტურა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი პარტნიორია“, – ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.