უზბეკური გუნდის მწვრთნელმა „საბურთალოზე“ ისაუბრა - ქართული გუნდი რუმინულზე უკეთ გამოიყურებოდა #1TVSPORT
უზბეკური გუნდის, „ანდიჟონის“ მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე ხომიაკოვმა თურქეთში გამართული საკონტროლო მატჩები შეაფასა და მეტოქეებიდან „საბურთალო“ გამოარჩია.
„საბურთალომ“ „ანდიჟონთან“ ამხანაგური შეხვედრა 2:1 მოიგო, მანამდე კი უზბეკური გუნდი რუმინეთის „სელიმბარს“ დაუპირისპირდა და 0:0 ითამაშა.
„სიმართლე რომ ვთქვათ, სხვა სცენარს ველოდით, ქართული გუნდი რუმინულზე ძლიერი აღმოჩნდა. მთლიანობაში, ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ „საბურთალო“ დომინირებდა. პირველ ტაიმში ვცდილობდით, უპირატესობა მოგვეპოვებინა, მეორე ნახევარში კი დაცვაზე გადავერთეთ. „საბურთალომ“ ამით ისარგებლა და ორი გოლი გაიტანა. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მათ შეტევებს დასასრული არ ჰქონდა“, – განაცხადა „ანდიჟონის“ მთავარმა მწვრთნელმა.
შეხვედრის შესახებ „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემაც ისაუბრა: „მატჩამდე „ანდიჟონის“ წინა შეხვედრებიც ვნახე და ძალიან კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ამხანაგურ თამაშებში გამარჯვება ან ფრე არაფერს წყვეტს. გამიხარდა, რომ ჩემს ძველ კლუბს შევხვდი, მასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს“.