უზბეკეთმა ავღანეთის ხელისუფლებასა და მოძრაობა „თალიბანს“ საკუთარ ტერიტორიაზე მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა
უზბეკეთმა ავღანეთის ხელისუფლებასა და მოძრაობა „თალიბანს“ საკუთარ ტერიტორიაზე მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა

უზბეკეთმა ავღანეთის ხელისუფლებასა და მოძრაობა „თალიბანს“ საკუთარ ტერიტორიაზე მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

ამის შესახებ უზბეკეთის პრეზიდენტმა ტაშკენტში ავღანეთის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას იღებენ ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი, ასევე რუსეთის, ჩინეთის, თურქეთისა და სხვა სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები.

ტაშკენტში არ იმყოფებიან თავად „თალიბანის“ წარმომადგენლები. რადიკალურ დაჯგუფებასა და ავღანეთის მთავრობას შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს მხარს უჭერს გაერო. აშშ-ის ხელისუფლებამ „თალიბანს“ ძალადობის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი და ვაშინგტონი მოლაპარაკების პროცესის დაწყებას ერთობლივად უნდა დაეხმარონ.