უზბეკეთის თასისთვის ქართველები იბრძოლებენ (ვიდეო)

უზბეკეთის თასის ნახევარფინალში შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის „პახტაკორმა“ გასვლაზე „კოკანდი“ 0:3 დაამარცხდა და თასის ფინალში გავიდა.

„ზედიზედ მესამე წელია, „პახტაკორი“ უზბეკეთის თასის ფინალში ითამაშებს!“, – ასეთი პოსტით გამოეხმაურა შოთა არველაძე სოციალურ ქსელში გუნდის წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძის „პახტაკორი“ 2019 წელს ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, წელს ოქროს მედლები ვადამდე გაინაღდა და ისევ დუბლის შესასრულებლად ემზადება.

ტაშკენტელებს ფინალში „ალმალიქი“ შეხვდება, სადაც საქართველოს ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილი მოთამაშეები, გუჯა გრიგალაშვილი და მათე ვაწაძე თამაშობენ. ნახევარფინალში გუნდმა სახლში „ნასაფი“ 1:0 დაამარცხა.

უზბეკეთის თასის ნახევარფინალში ტაშკენტის „პახტაკორისა“ და „ალმალიქის“ მატჩი 20 დეკემბერს გაიმართება – შეხვედრა ნამანგანის სტადიონზე შედგება.