უზბეკეთის ხელისუფლებამ 84 ავღანელი ჯარისკაცი დააკავა, რომლებმაც ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს
უზბეკეთის ხელისუფლებამ 84 ავღანელი ჯარისკაცი დააკავა, რომლებმაც ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს

უზბეკეთის ხელისუფლებამ 84 ავღანელი ჯარისკაცი დააკავა, რომლებმაც ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს.

უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავღანელ ჯარისკაცებს მათ უკვე მიაწოდეს საკვები, ასევე უზრუნველყვეს დროებითი საცხოვრებლითა და აუცილებელი სამედიცინო დახმარებით.

მათივე განცხადებით, ავღანელი სამხედროების კიდევ ერთი ჯგუფი შეკრებილია ავღანეთის მხარეს არსებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სიახლოვეს, რომელთაც აგრეთვე გაეწიათ აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება.

მოცემულ ეტაპზე უზბეკეთის ხელისუფლება ავღანელი ჯარისკაცების საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას ცდილობს.