უწყვეტი ონლაინ სტრიმი დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიიდან

09:32, 19.09.2022

საქართველოს პირველი არხი დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიის უწყვეტ ონლაინ სტრიმს განახორციელებს.

ცერემონიის ნახვა შესაძლებელი იქნება საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე – 1TV.GE. ელისაბედ მეორეს დღეს უინძორის სასახლის ტერიტორიაზე დაკრძალავენ.

ცერემონიას ჯამში სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე ლიდერი და მაღალჩინოსანი დაესწრება. ელისაბედ მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ინგლისში უკვე ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ასევე იმყოფებიან კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრები.

დედოფლის დაკრძალვას ევროპის სხვა ქვეყნების სამეფო ოჯახებიც დაესწრებიან. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი