უწყვეტი ეთერი საქართველოს პირველი არხის ყველა პლატფორმაზე #არჩევნები2021

2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

არჩევნების დღეს საქართველოს პირველი არხი ყველა პლატფორმაზე მაყურებელს სთავაზობს უწყვეტ ეთერს.

მთელი დღის განმავლობაში იქნება უწყვეტი ეთერი – „მოამბის“ სპეციალური გამოშვებები, საინტერესო სტუმრები, რეპორტაჟები.

სპეციალურად არჩევნები 2021-სთვის შეიქმნა ვებპორტალი elections.1tv.ge, სადაც ამომრჩეველი გაეცნობა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა მონაცემს მთელი საქართველოს მასშტაბით.