უკრაინელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქვეყანამ შესაძლოა, მომავალში იმიერკარპატების ოლქი დაკარგოს
უკრაინის ხელისუფლებამ შესაძლოა, სამომავლოდ იმიერკარპატების ოლქი დაკარგოს, – ამის შესახებ გამოცემა Obozrevatel-თან ინტერვიუში, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მინისტრის მოადგილემ, გეორგი ტუკამ განაცხადა.
„მე არაერთხელ გავაჟღერე თეზისი, რომ დამოუკიდებლობის პირველი დღიდან იყო სამი რეგიონი, რომელიც ადგილობრივ ელიტებს ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ლოიალობის სანაცვლოდ გადასცეს – ყირიმი, იმიერკარპატეთი და დონეცკი. ორი ტერიტორია ჩვენ ფაქტობრივად დავკარგეთ. იმიერკარპატეთი ჯერ არა, მაგრამ ვფიქრობ, ვკარგავთ იმ ტერიტორიებს, სადაც ცენტრალურ ხელისუფლებას პოლიტიკა არ ჰქონია“, – აღნიშნა ტუკამ.
უკრაინელმა პოლიტიკოსმა ქალაქ ბერეგოვოში უნგრული პასპორტების დარიგებას „სპეცოპერაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უნგრეთის კონსული მეორე დღესვე უნდა გაეძევებინა.
კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობები უკრაინის განათლების ახალი კანონის გამო გამწვავდა, რომელიც განათლების სისტემის უკრაინულ ენაზე გადაყვანას ითვალსიწინებს. უნგრეთში ამბობენ, რომ კანონი ეროვნული უმცირესობების უფლებებს არღვევს.იმიერკარპატების ოლქში უკრაინელებთან ერთად, უნგრელები, რუმინელები და რუსები ცხოვრობენ.