უტრეხტში სროლის შემდეგ გერმანიამ ნიდერლანდებთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა
ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გერმანიამ ნიდერლანდებთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა.
გავრცელებული ინფორმაციით, საზღვარზე პოლიციელთა დამატებითი ძალების მობილიზება გამოცხადდა.
პოლიცია აქტიურ კონტაქტზეა ჰოლანდიელ სამართალდამცველებთან .
წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, დაშავებულია – 6. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცველები ახლა თავდამსხმელს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის 37 წლის თურქი გოკმან ტანისია. პოლიციამ უკვე გაავრცელა მისი ფოტოც.
მომხდართან დაკავშირებით, მთავრობა საგანგებო სხდომას მართავს. უტრეხტში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა