„უტრეხტის“ მმართველები უკმაყოფილოები არიან - გუნდი სასამართლოს და უეფას მიმართავს
ნიდერლანდური საფეხბურთო კლუბი „უტრეხტი“ სასამართლოს და უეფას მიმართავს. კლუბში აცხადებენ, რომ ევროსარბიელზე თამაშის შანსი არ მისცეს – მიუხედავად იმისა, რომ ერედვიზიონში მეექვსე ადგილზე არიან და ნიდერლანდების თასის ფინალამდე მიაღწიეს.
„უტრეხტის“ მენეჯმენტი უკმაყოფილო იყო ჰოლანდიის ჩემპიონატის სეზონის ნაადრევი დასრულების გადაწყვეტილებით. კლუბის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ ლიგის ხელმძღვანელობამ, ტურნირის შეჩერების შედეგად, ევროპული შეჯიბრებების საგზური პირველ ხუთ გუნდს გადასცა. ეს ნიშნავს, რომ „უტრეხტი“, რომელიც 41 ქულით მეექვსეა და მეხუთეადგილოსან „ვილემ II“-ს სამი ქულით ჩამორჩება, ევროპის ლიგაზე ვერ მოხვდება.
„უტრეხტი“ მეექვსეა, მაგრამ „ვილემ II“- ზე ერთი მატჩით ნაკლები ითამაშა. ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის კავშირის განცხადებაში არ არის ნათქვამი სიტყვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში „უტრეხტი“ „ვილემ II“-ს გადაასწრებს. ჩვენთვის ასევე მიუღებელია ის, რომ ნიდერლანდების თასი უგულებელყოფილია („უტრეხტმა“ ტურნირის ფინალამდე მიაღწია, სადაც „ფეიენორდთან“ უნდა ეთამაშა). ევროპის ლიგაში მონაწილეობის უფლება „ფეიენორდს“ ახსნა-განმარტების გარეშე მიენიჭება. „უტრეხტს“ იგივე უფლება აქვს. ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ უფლება გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ევროპულ შეჯიბრებებში თასის ფინალში გასვლისა და ჩემპიონატის ცხრილში პოზიციის გამო“– ნათქვამია კლუბის განცახდებაში.
„უტრეხტმა“ ასევე განაცხადა, რომ ის სასამართლოს მიმართავს და საჩივარს წარუდგენს უეფას, რომლის თავკაცებმაც განაცხადეს, რომ ის კლუბებს ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე არ დაუშვებს იმ ლიგებიდან, სადაც სეზონს საპატიო მიზეზების გარეშე არ დაასრულებენ ან ევროპული შეჯიბრებებისთვის გუნდები უსამართლოდ შეირჩეოდნენ.