ნიდერლანდების პოლიციამ უტრეხტში ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა
ნიდერლანდების პოლიციამ უტრეხტში ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა

ნიდერლანდების პოლიციამ უტრეხტში ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაკავებული 40 წლისაა, ის უტრეხტში ცხოვრობდა. მანამდე პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა, თავდაპირველად ისინი ტერაქტში მონაწილეობაში იყვნენ ეჭვმიტანილები, მოგვიანებით კი ეჭვმიტანილის სტატუსი მოეხსნათ.

ამ ეტაპზე წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი ადამიანი რჩება. ბოლოს დაკავებული პირი და გოკმენ ტანისი 37 წლის თურქეთის მოქალაქეა, რომელიც მთავარი ეჭვმიტანილია. მან 18 მარტს ტრავმაიში ცეცხლი გახსნა დაიღუპა სამი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა.