უთოვლობის გამო, გოდერძისა და დიდველზე სათხილამურო სეზონის გახსნა გადაიდო
უთოვლობის გამო, გოდერძისა და დიდველზე სათხილამურო სეზონის გახსნა გადაიდო

უთოვლობის გამო, 8 დეკემბრისთვის დაგეგმილი სათხილამურო სეზონის გახსნა გოდერძის კურორტსა და დიდველზე, გადაიდო.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ავრცელებს.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ამინდის ცვლილების შესაბამისად გახდება ცნობილი.