უსმან დემბელეს „რეალთან“ თამაშის შანსი აქვს
უსმან დემბელეს „რეალთან“ თამაშის შანსი აქვს

“ბარსელონას” ფორვარდი უსმან დემბელე სრულად გამოჯანმრთელდა ტრავმისგან და უკვე რამდენიმე დღეა, გუნდთან ერთად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ვარჯიშობს, – წერს გაზეთი Marca.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ფრანგს “სუპერკლასიკოში” თამაშის უფლებას მისცემენ.

შეხვედრა “რეალთან” 23 დეკემბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.