უკრაინელი მოკრივის ალექსანდრ უსიკის სადებიუტო ბრძოლა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში 12 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრის მასპინძელი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი ჩიკაგო, – იტყობინება „ბოქსინგ ნიუსი“ (Boxing News).
უსიკის სავარაუდო მეტოქედ სახელდება კამერუნელი კარლოს ტაკამი. მათი შეხვედრა ამა წლის 25 მაისს უნდა შემდგარიყო, მაგრამ უკრაინელის გამო ტრავმის გამო გადაიდო.
ბოლოჯერ 32 წლის უსიკი რინგზე გასული წლის ნოემბერში იყო. მაშინ ის პირველ მძიმე წონაში გამოდიოდა და ბრიტანელი ტონი ბელიუ ნოკაუტით დაამარცხა, რითაც შეინარჩუნა აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული.