უშგული-ლასდილის მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი ჩაწყდა
უშგული-ლასდილის მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი ჩაწყდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 192-ე კმ-ზე (უშგული-ლასდილი) გზის სავალი ნაწილი ჩაწყდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გზის სავალი ნაწილის ჩაწყვეტის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.