უშბაზე დაკარგულ უცხოელ ტურისტებს ეძებენ
უშბაზე დაკარგულ უცხოელ ტურისტებს ეძებენ

სვანეთში, მწვერვალ უშბაზე დაკარგულ უცხოელ ტურისტებს, მამა-შვილს ეძებენ. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მამა-შვილის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.

უამინდობის გამო, მწვერვალზე სამძებრო ღონისძიებები გართულებულია.