უსაინ ბოლტმა ავსტრალიური კლუბი დატოვა
უსაინ ბოლტმა ავსტრალიური კლუბი დატოვა

ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა დატოვა ავსტრალიური საფეხბურთო კლუბი „სენტრალ კოსტ მარინერსი“.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ კლუბი მას წელიწადში ხელფასის სახით150 ათას დოლარს სთავაზობდა. ბოლტი კი სამ მილიონ დოლარს ითხოვდა. მხარეებმა ვერ შეძლეს კომპრომისამდე მისვლა – კლუბის მიერ შეთავაზებული თანხა და ბოლტის ფინანსური მოთხოვნები შორს იყო ერთმანეთისგან.

„მინდა მადლობა გადავუხადო „სენტრალ კოსტ მარინერსის“ მფლობელებს, ხელმძღვანელობას, პერსონალს” მოთამაშეებს და გულშემატკივრებს იმისთვის, რომ დიდი პატივით მიმიღეს საკუთარ რიგებში. ვუსურვებ კლუბს წარმატებას დამდეგ სეზონში“, – დაწერა სოციალურ ქსელში რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

32 წლის იამაიკელი „მარინერსში“ სინჯებზე იმყოფებოდა და ერთ-ერთ საკონტროლო მატჩში დუბლი შეასრულა.

ჯერჯერობით უცნობია ბოლტის სამომავლო გეგმები. უფრო ადრე, მან უარი თქვა მალტური კლუბის „ვალეტას“ შეთავაზებაზე.